ბინის მფლობელი, სადაც რამდენიმე დღის წინ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, ამბობს, რომ მან არ იცის როგორ მოხვდნენ საეჭვო პირები მის ბინაში. როგორც თინა გაურგაშვილმა „იბერიის“ ეთერში განაცხადა, ის გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს. გაურგაშვილი წლებია რაც ავსტრიში ცხოვრობს.
„მე არავინ დამკავშირებია, მე როგორც ჩემმა ბიჭმა მითხრა, მის ცოლის ძამასთან მისულა ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი და უთქვამთ, რომ ჩეჩნეთიდან ექიმთან გამოკვლევაზე ჩამოვიდნენ. მე ვიცოდი, რომ ის ბინა თავისუფალი იყო. დღემდე შოკში ვარ, არ ვიცი ეს ხალხი საიდან აღმოჩნდა მაგ ბინაში.
ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ ორი კვირაც არ არის, რაც ისინი ბინაში შევიდნენო, საერთოდ მასეთ ხალხთან ურთიერთობა არსდროს მქონია. სრული აბსურიდა, რომ ჩემ ბინაში მანამდეც ჩატარდა სპეცოპერაცია, არავინ არ აუყვანიათ ჩემ ბინაში. მე არაფერში დანმაშავე არ ვარ, მე მეშინია, რომ ჩამოვალ და არ შემომიშვან“,-განაცხადა გაურგაშვილმა.
კომენტარები