NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ  სისხლის სამართლებრივ დევნაში არაფერი პოლიტიკური არ იყო“

„დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ  სისხლის სამართლებრივ დევნაში არაფერი პოლიტიკური არ იყო“

29 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 338 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე იუსტიციის მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლებრივ დევნაში არაფერი პოლიტიკური არ იყო.

„ჩვენ, როგორც მხარე, კმაყოფილი ვართ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ვთვლი, რომ ეს ობიექტური გადაწყვეტილებაა. ჩვენ გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება დიდ პალატაში 18-ე მუხლის გამო და მივიღეთ უკეთესი შედეგი, აქედან არის გამომდინარე ჩემი კმაყოფილება, რადგან პალატის გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მერაბიშვილის დაკავება არაკანონიერი, იყო თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური შეფერილობის და დიდმა პალატამ, ჩვენი გასაჩივრების შედეგად, ეს საკითხი ცალკე თავად გამოყო და ცალკე დასაბუთებით განიხილა, იყო თუ არა პოლიტიკური შეფერილობა სისხლის სამართლებრივ საქმეზე და თქვა, რომ მომჩივნის არგუმენტები, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატებისა, რომლის კონტექსტშიც ეს საქმე და პროცესები წარიმართა, საკმარისი არ იყო იმის სათქმელად, რომ წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას და არა მისთვის პასუხისგებინებას ჩადენილ დანაშაულებზე.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კმაყოფილების საფუძველი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული, აფილირებული პარტიებისა და პოლიტიკოსების სპეკულირებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში და არა იმიტომ, რომ მან ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. ჩვენ ხელთ გვაქვს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელზეც შავით თეთრზე წერია, რომ  სისხლის სამართლებრივ დევნაში არაფერი პოლიტიკური არ იყო“,-განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

დიდი პალატა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართო წულუკიანი 2017-11-29
Tags დიდი პალატა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართო წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჰააგის სასამართლოზე ხორვატმა გენერალმა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ საწამლავი დალია

შემდეგი სტატია

ესპანეთში პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდის კახა შუშანაშვილის ცოლი დააკავა

მსგავსი სტატიები

„დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა, შედეგს მალე მოიტანს”

„დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა, შედეგს მალე მოიტანს”

სოსო ელისაშვილი 09 მარ 2018
“ნაციონალური მოძრაობა” შეკრულია, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა

“ნაციონალური მოძრაობა” შეკრულია, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა

ირაკლი შალიკაშვილი 04 დეკ 2020

„საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები“

29 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge