უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპონენტების ბრალდებებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა. დეპუტატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაზვერვის სამსახური შეუერთდა სუს-ს, რომ არ ესარგებლა ამ ფუნქციით მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ ფორმულირებას წინ დაერთო, რომ ეს ეხება მხოლოდ დაზვერვის სამსახურებს.
„ეს არის აპრობირებული მიდგომა მთელ მსოფლიოში, რომ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, რიგ შემთხვევებში, სხვა უწყებებში არიან მივლინებული, იმისთვის, რომ მათ განახორციელონ საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ეს არის მათი პროფესიის ნაწილი საქმიანობის სპეციფიკა. ეს ჰქონდა დაზვერვის სამსახურს, მას შემდეგ, რაც შეუერთდა სუს-ს, რომ არ გაჩენილიყო კითხვა, რომ ამ ფუნქციით არ ესარგებლა მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თავდაცვისა და უსიშროების კომიტეტმა მისცა შენიშვნა და წინადადება და დასკვნაში ჩაწერა, რომ ამ შემთხვევაში დაზუსტებულიყო და ამ ფორმულირებას წინ დაერთო, რომ ეს ეხება მხოლოდ დაზვერვის სამსახურებს“,-განაცხადა სესიაშვილმა.
კომენტარები