NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»EBRD-ის ვიცეპრეზიდენტი: საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი

EBRD-ის ვიცეპრეზიდენტი: საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი

28 ნოე 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 970 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ალან პიუმ დადებითად შეაფასა საქართველოს საქმიანობა როგორც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის, ისე ქვეყნის შიგნით ოთხ-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების კუთხით.

„საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი. საქართველოს ღიაობა და მზაობა, ვაჭრობისადმი პროგრესული მიდგომა, აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, აშკარად მისასალმებელია“, – აღნიშნა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა. თავის გამოსვლაში, ალან პიუმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერმინისტრის აქტიურ ჩართულობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.

EBRD-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაცია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის პროექტით გათვალისწინებულ კონტექსტს და სრულად იზიარებს აღნიშნული ინიციატივის ხედვებს და ამოცანებს. მისი განცხადებით, აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სპონსორია.

ალან პიუმ აგრეთვე ისაუბრა იმ როლზე, რაც შეიძლება ორგანიზაციამ შემდგომში გასწიოს სარტყელი და გზის ინიციატივის ფარგლებში.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ჩავერთოთ პოლიტიკურ რეფორმებში ყველა პარტნიორთან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა კერძო სექტორის მობილიზაციის აუცილებლობას აბრეშუმის გზის კონტექსტში. სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, კერძო სექტორმა უნდა ჩადოს ფინანსები, კადრები და ძალისხმევა“, – განაცხადა EBRD-ის ვიცეპრეზიდენტმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებზე და ორგანიზაციის კონტრიბუციაზე ამ მიმართულებით. ალან პიუს თქმით, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით, EBRD-ს 500 მილიონი დოლარის წვლილი შეაქვს, სამხრეთ გაზის კორიდორის განვითარებაში, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, თურქეთს და დასავლეთ ევროპას საქართველოს მეშვეობით.

„ყარსი-ახალქალაქი-განჯის გზატკეცილი დააკავშირებს მნიშვნელოვან ადგილმდებარეობებს ერთმანეთთან. ეს იქნება სატრანსპორტო განვითარების ერთ-ერთი ნიმუში ამ რეგიონში“, – აღნიშნა ალან პიუმ. სტუმარმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი.

კომენტარები

EBRD აბრეშუმის გზა თავისუფალი ვაჭრობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეფორმები 2017-11-28
Tags EBRD აბრეშუმის გზა თავისუფალი ვაჭრობა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეფორმები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შს მინისტრმა მოადგილედ და საპარლამენტო მდივნად ნათია მეზვრიშვილი დანიშნა

შემდეგი სტატია

ზაურ გუმაშვილი უარყოფს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს მისი ძმიშვილის გურამ გუმაშვილის მოკლეს

მსგავსი სტატიები

თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკი 12 მილიონ ევროს გამოყოფს

19 დეკ 2017
კახა კალაძე: ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ

კახა კალაძე: ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულმა 10-მა სტიპენდიანტმა სან დიეგოს  უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო

საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულმა 10-მა სტიპენდიანტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო

თამუნა 02 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge