გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ჩატაევი და მისი ჯგუფი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით შემოიყვანეს გამოსაზამთრებლად, ამის შესახებ კილაძემ „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩატაევი და მისი ჯგუფი დაახლოებით ორი თვის წინ შემოიყვანეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებულად. ეს იყო ე.წ. თეთრი დერეფანი და ისინი საქართველოში შემოვიდნენ გამოსაზამთრებლად. ისინი შემოვიდნენ სარფის საბაჟოდან, ქართული პასპორტებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი შეიარაღებული ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“,-განაცხადა კილაძემ.
კომენტარები