NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„სპეკულირება, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა პოლიტიკური იყო, სტრასბურგის სასამართლომ უარყო“

„სპეკულირება, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა პოლიტიკური იყო, სტრასბურგის სასამართლომ უარყო“

28 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 471 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა, იყო კანონიერი. მინისტრის თქმით, სპეკულირება, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი“.

„სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა. დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან დაკავშირებით დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მეხუთე პირველი მუხლი და ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო კანონიერი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეხუთე მესამე მუხლი 2013 წლის სექტემბერში, როდესაც მერაბიშვილმა იშუამდგომლა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის შესახებ, მოსამართლემ ისე რომ არ დაასაბუთა თავის გადაწყვეტილება, შუამდგომლობა ზეპირად უარყო და ეს მოსამართლის მხრიდან ჩაითვალა კონვენციის დარღვევად.

„მეთვრამეტე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც პალატის გადაწყვეტილებაში იყო მოყვანილი, როგორც ჩანს დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო სერიოზულად და 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე 18-ე მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საკმაოდ დრო და ადგილი დაუთმო თავის გადაწყვეტილება იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას და დაადგინა გადაწყვეტილების 32-ე და 329-ე პუნქტებში, ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს.

“სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში ვანო მერაბიშვილს არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა. შესაბამისად ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას ღამით საკნიდან გაყვანის ფაქტს მხოლოდ 9 მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ანუ უმრავლესობამ, ხოლო 8 იყო წინააღმდეგი. ამ 8 მოსამართლემ, რომელმაც არ მისცა ხმა გადაწყვეტილებას, დაურთო სხვანაირი ახსნა, თუ რატომ არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება სამართლიან დაკმაყოფილებას, აქ გვაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის პალატასთან შედარებით, რადგან დიდმა პალატამ ჩათვალა, რომ ბრიტანელ ადვოკატებს, ქართველ ადვოკატებს, მათ შორის ოთარ კახიძეს არ უნდა მიკუთვნებოდათ არანაირი ჰონორარი და კომპენსაცია, რადგან მათ ვერ წარადგინეს დოკუმენტაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა ნამდვილად გასწია მათი მომსახურებისთვის თანხა. თუკი პალატამ პირველი ინსტანციამ ამ ადვოკატებს რაიმე მიანიჭა ეს გადაწყვეტილება იქნა გაუქმებული. რაც შეეხება თავად პატიმარს, მას მორალური კომპენსაციისთვის მოთხოვნილი ჰქონდა 15 000 ევრო და დიდმა პალატამ მას მიანიჭა 4 ათასი ევრო, რომელიც უნდა იქნას გადახდილი დღეიდან სამი თვის ვადაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

ვანო მერაბიშვილი თეა წულუკიანი მერაბიშვილი სტრასბურგი სტრასბურგის სასამართლო 2017-11-28
Tags ვანო მერაბიშვილი თეა წულუკიანი მერაბიშვილი სტრასბურგი სტრასბურგის სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯანელიძე: „ეს არის კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან“

შემდეგი სტატია

„თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩემი ცოდნით და გამოცდილებით შევძლებ ამ საპატიო მოვალეობის შესრულებას“

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე – საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ვერავინ გაბედავს, ამის იმედი ნუ ექნებათ

მამუკა ბახტაძე – საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ვერავინ გაბედავს, ამის იმედი ნუ ექნებათ

02 ნოე 2018
“ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს – გედევან ფოფხაძე დაანონსებულ ცვლილებებზე

“ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს – გედევან ფოფხაძე დაანონსებულ ცვლილებებზე

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019
ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან – არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან – არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ირაკლი შალიკაშვილი 17 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge