NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ოთარ ჩხეიძე კი დგას ფეხმოუცვლელი, ნირშეუცვლელი და ელოდება”

“ოთარ ჩხეიძე კი დგას ფეხმოუცვლელი, ნირშეუცვლელი და ელოდება”

28 ნოე 2017 ახალი ამბები, კულტურა 465 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართველ მწერალს, ლიტერატურათმცოდნეს ოთარ ჩხეიძეს დღეს 97 წელი შეუსრულდებოდა.

ოთარ ჩხეიძე ავტორია  რომანებისა:  „ტინისხიდი“, „ბურუსი“,  „ჯებირი“,  „მეჩეჩი“, „კვერნაქი“, „აღმართ-დაღმართი“,  „ლანდები“, „ბორიაყი“,  (რომანი საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“); „ცხრაწყარო“,  „მთაგრეხილი“ და სხვა.

აი რას იგონებს მწერლის შესახებ მისი შვილი, ნატო ჩხეიძე:

“დღეს ოთარ ჩხეიძის დაბადების დღეა.
1920წლის 28 ნოემბერს არის დაბადებული.
2007 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
სანახავად რომ მივედი და საწოლთან ჩამოვუჯექი, მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე და ჩუმად ვართ.
გული გასკდომაზე მაქვს. ვერაფრით ვშველი. ორივე ხელით მიჭირავს მისი მიმქრალი მაჯა და შევყურებ, ვაკვირდები, ვიმახსოვრებ. 
წათვლემილ- მიყუჩებულია.
მერე ამბობს:
– მდინარის პირას ვდგავარ. ბევრი ხალხია. ქარონი მოდის თავის ნავით, ჩასხა ის ხალხი და მეუბნება: ამათ გადავიყვან და მოვბრუნდები. შენ პირველი ხარ.
ვდგავარ, ველოდები. ვიცი, მოვა…
ნაპირზე ხალხი ემატება.
– ბოლო ვინ არის?- კითხულიბენ.
– მე პირველი ვარ. – ვამბობ.
ხალხი კიდევ ემატება.
– ბოლო ვინ არის, ბოლო?- გაისმის წამდაუწუმ.
– მე პირველი ვარ. ვამბობ.
ვდგავარ ფეხმოუცვლელი. ვდგავარ ნირშეუცვლელი და ველიდები.
ვიცი, მოვა…
რა უცნაურია, მამიკო, ცხოვრება ისე გავლიე, რომ პირველი არსად არაფერში ვყოფილვარ და ახლა ქარონს ველოდები და პირველი ვარ. მე პირველი ვარ.

ამ ამბიდან კარგა ხნით ადრე, ჩემი მეგობარი ექიმი, თავისი საქმის დიდი პროფესიონალი დიმიტრი კორძაია, ლიტერატურა რომ ძლიერ უყვარს, მეტყვის:
– მამაშენი 1900 წელს არის დაბადებული, ხომ?
– არა, 1920 წელს- ვპასუხობ მე.
– – 20 ში როგორ იქნება? შენი აზრით ” ბურუსი” რამდენი წლისამ დაწერა? – გამომცდელად მეკითხება.
– ” ბურუსი”? – ვიხსენებ მე, – 55- ში დაიბებეჭდა და ალბათ 54- ში დაწერა.
– ეგ როგორ? მაშ რა გამოდის, რომ 34 წლისამ დაწერა?- გაკვირვებას ვერ ფარავს და არგუმენტს იშველიებს:
– – მე ახლა 38წლის ვარ და “ბურუსი” რომ წავიკითხე, გაოცებული დავრჩი, რამდენი რამე არ მცოდნია. არაა, 54 წლის მაინც იქნებოდა.
– ჰო, რა ვიცი, ბაირონი 36 წლის სულაც მოკვდა.
და ნოვალისი 28 წლისა გარდაიცვალა და ბრათაშვილი სულაც 27 ის..- ვამბობ მე.
– მაგ კუთხიდან თუ შევხედავთ, მაშინ კი- ამბობს ის.
– მაგ კუთხიდან უნდა შევხედოთ. ვამბობ მე.
– მაშიმ კი, მაშინ კი- საჩქაოდ მეთანხმება.

ასეა, გააჩნია ვის და რას რა კუთხიდან შევხედავთ…

ოთარ ჩხეიძე კი დგას ფეხმოუცვლელი, ნირშეუცვლელი და ელოდება.
იცის, მოვა…”

კომენტარები

მწერალი ნატო ჩხეიძე ოთარ ჩხეიძე 2017-11-28
Tags მწერალი ნატო ჩხეიძე ოთარ ჩხეიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული საედ დუდაევის ადვოკატის სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო

შემდეგი სტატია

ორიგინალური დიზაინის ავტოსადგომი

მსგავსი სტატიები

ახალი iPhone 8 Plus-ი დატენვის დროს აფეთქდა

01 ოქტ 2017

ფილმ OCEAN’S 8 – ს ახალი პოსტერი

15 დეკ 2017
გიორგი ცხადაძე: 2018 წლის ბოლოდან კაკლებს, ტაბახმელას, კოჯორს,  შინდისს, კვესეთსა  და ბეთანიას წყალმომარაგების ახალი სისტემა მოემსახურება

გიორგი ცხადაძე: 2018 წლის ბოლოდან კაკლებს, ტაბახმელას, კოჯორს, შინდისს, კვესეთსა და ბეთანიას წყალმომარაგების ახალი სისტემა მოემსახურება

29 აგვ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge