„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხმაურება.
“თუ რას ნიშნავს სიცრუეში ცხოვრება, იხილეთ წულუკიანის ბრიფინგი. პირველ გადაწყვეტილებაზე თქვა მოვიგეთო, მაგრამ გაასაჩივრა (მოგებული!), ახლაც იგივეს ბოდავს. ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა ცალსახად დადასტურდა. ფარცხალაძის ეპიზოდი ცალსახად დადასტურდა. მე მესმის – შეგიძლია არ გიყვარდეს, გძულდეს მერაბიშვილი, მიგაჩნდეს დამნაშავედ. ეს არ ცვლის ფაქტს – მის მიმართ მართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მე-5 წელია პატიმრობაშია. ჯანსაღი აზრის ტესტი, ქვეყნის ინტერესი მოითხოვს, გადავშალოთ ისტორიის ეს ფურცლი.
პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს. პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ”- წერს უგულავა “ფეისბუქში”.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, საქმეზე დადგინდა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა. ასევე, სასამართლოს განცხადებაში წერია, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა. თუმცა, მერაბიშვილის ბრალდება მისი საპყრობილიდან გვიან ღამით გაყვანაზე – დადასტურდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა, იყო კანონიერი. მინისტრის თქმით, სპეკულირება, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი“.
https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/1572283252865355
კომენტარები