საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებამოსილების უფართოვდება და სუს-ის თანამშრომელს უფლება ექნება იმუშაოს სხვადასხვა აღმასრულებელ დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში ისე, რომ მას არ ექნება ვალდებულება, გაამჟღავნოს, რომ ის პარალელურად სუს-ის თანამშრომელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჩანერგილი თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები იქნებიან ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში იმისთვის, რომ აკონტროლონ მთელი სახელმწიფო აპარატი და შეეცადონ, რომ მოახდინონ საზოგადოებაზე კონტროლი.
აღნიშნულთან დაკავშრებით კომენტარი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია 25 დაწესებულება, სადაც უსაფრთხოების ოფიცერი ხელშეკრულებით, ნებაყოფლობით ოფიციალურად მიდის.
„განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით ის 25 დაწესებულება, სადაც უსაფრთხოების ოფიცერი ხელშეკრულებით, ნებაყოფლობით ოფიციალურად მიდის. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ დაზვერვის სამსახური უერთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს სწორედ ამ პოზიციას, რომელიც ავტომატურად გადმოვიდა იმისთვის, რომ დაზვერვის სამსახურმა თავისი ფუნქციების, საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოიყენოს ეს მუხლი“,-განაცხადა სესიაშვილმა.
კომენტარები