NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ენმ ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“

„ენმ ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“

28 ნოე 2017 პოლიტიკა 327 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე და საქართველოს მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა. ბიბილაშვილის განცხადებას ენმ ავრცელებს.

„მივესალმებით ევროსასამართლოს დიდი პალატის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.

ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60 წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა 18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი.

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს.

ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ დადგენდა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება – მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა, იძულებულები იყვნენ უკანონო პატიმარები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.

ახლა გამოჩნდება, შერჩა თუ არა ხელისუფლებას საღის აზრის მცირედი ნატამალი მაინც.

არჩევანი მარტივია -ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.

ამ პროცესში შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც 1 საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს.

გამაოგნებელია, რომ მინისტრი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სირცხვილისა და ნეგატიური პრეცედენტების გარდა არაფერი მოუტანია, მეექსვე წელია ინარჩუნებს თანამდებობას. თუმცა, ოლიგარქიული ხელისუფლების პრიორიტეტების გათცალისწინებით, ეს სრულიად ლოგიკურია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მიესალმება ევროსასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას და ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – აცხადებს ბიბილაშვილი.

კომენტარები

ვანო მერაბიშვილი ზაზა ბიბილაშვილი ნაციონალური მოძრაობა სტრასბურგი სტრასბურგის სასამართლო 2017-11-28
Tags ვანო მერაბიშვილი ზაზა ბიბილაშვილი ნაციონალური მოძრაობა სტრასბურგი სტრასბურგის სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ორიგინალური დიზაინის ავტოსადგომი

შემდეგი სტატია

„რუსეთის ეკლესია ცვლის თავის ხისტ პოლიტიკას საქართველოში“

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარიამ და თამარ ჟვანიამ პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

13 სექ 2018

“ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია”

11 დეკ 2017
გიორგი გახარია: სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა

გიორგი გახარია: სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge