„ევროპული საქართველო“ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულსპეცოპერაციასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრსა და სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს. თეა წულუკიანისა და ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარების საკითხი „ევროპულმა საქართველომ“ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დააყენეს. აღნიშნულ მოთხოვნას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ მათი მისვლა პარლამენტში მიზანშეწონილი არ არის.
„პარლამენტში მოვიდეს ერთი მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მისცენ განმარტება პარლამენტს მთელ რიგ მნიშვნელოვან კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ, იყო თუ არა ნამდვილად ბატონი ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული, თუ იყო, როგორ მოხდა ის საქართველოში“,-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ.
კომენტარები