საკანონმდებლო ორგანოში სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადშვილმა გააკეთა. დეპუტატის თქმით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი მხოლოდ ფასადურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
„სრულიად მოუმზადებელი იყო ცვლილებების ეს პაკეტი, არანაირი შესაბამისი საბიუჯეტო გათვლები და რეალურად შემუშავებული ხედვა, თუ რა სიკეთეს მოუტანს ეს ცვლილებები ჩვენ ქვეყანას, არ არსებობს, აქ მხოლოდ ფასადურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე და უბრალოდ სხვადასხვა სამინისტროებს გადაერქმევა სახელები და ამით ამოიწურება ცვლილებები, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს“,-განაცხადა სამადაშვილმა.
კომენტარები