NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”

“საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”

27 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 660 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.

“ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფვებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტები უფრო მეტ აქტივიზაციას მისცემს ჩვენს ურთიერთობებს”,- აღნიშნა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციის გამო, რომელიც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაში გამოიხატება და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა, წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი უწოდა.

“შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო- უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული.

შეხვედრის განსახილველ საკითხთა შორის საქართველო-უკრაინას შორის პოლიტიკური, სავაჭრო – ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სექტორულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში კი, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გააქტიურება და განვითარება იყო.

მხარეებმა განიხილეს ასევე ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ამ სფეროს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად და უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მისი და უკრაინის დელეგაციის სახლით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს”-ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი ვოლოდიმირ გროისმანი უკრაინა 2017-11-27
Tags გიორგი მარგველაშვილი ვოლოდიმირ გროისმანი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკა კვალიაშვილს ფონდმა “ქართუმ” ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა

შემდეგი სტატია

საქართველოს სლოვენიის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

მსგავსი სტატიები

„სპეციალური საპოლიციო ღონისძიება არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი“

24 დეკ 2017
მედია: ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ დღეებში შეხვდება

მედია: ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ დღეებში შეხვდება

ნინო ჩხეიძე 15 მაი 2021
უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ნარკოპოლიტიკას განიხილავენ

უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ნარკოპოლიტიკას განიხილავენ

22 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge