NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა
????????????????????????????????????

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

27 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 444 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად ადამიანთა გარდაცვალებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, უკრაინა გვერდით უდგას საქართველოს ამ მძიმე წუთებში.

“მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს. მათი განცხადებით, ქვეყნებს საერთო ინტერესები და გამოწვევები აკავშირებს, მათ დასაცავად და სირთულეების გადასალახად, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.  ირაკლი კობახიძემ და ვოლოდიმირ გროისმანმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაც”-ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდა, რასაც ხშირი მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრემიერმინისტრის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის, მაგრამ ისტორიული მეგობრობა და ხალხთაშორისი კავშირები ბევრად დიდ პერიოდს ითვლის.

ირაკლი კობახიძემ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის გააქტიურებულია კავშირები და გაცვლითი ვიზიტები.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო საგარეო კურსი აქვთ, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ სამი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც სპიკერები ევროპარლამენტს სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას. ირაკლი კობახიძის თქმით, რთული ვითარების მიუხედავად, შიდა რეფორმებისა და რუსეთისადმი პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით, საქართველომ სტაბილურობასა და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

“მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო როლზეც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანა ისტორიული სატრანზიტო როლის აღდგენას ცდილობს და ამ მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებისთვისაც.

საუბარი შეეხო ტურიზმს და აღინიშნა, რომ მზარდი ორმხრივი ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებისთვის”-ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრემიერმინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხები გააცნო.

კომენტარები

ვოლოდიმირ გროისმანი ირაკლი კობახიძე უკრაინა 2017-11-27
Tags ვოლოდიმირ გროისმანი ირაკლი კობახიძე უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საუკეთესო დეტექტივები ფილმებიდან

შემდეგი სტატია

“დინამო არენაზე” გულშემატკივრებმა სკამები დალეწეს

მსგავსი სტატიები

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

10 თებ 2018

მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე უარს ამბობს

26 დეკ 2017
ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას, არც შალვას და არავის თამაშსა თუ “ტიტკოკებს” არ თამაშობს

ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას, არც შალვას და არავის თამაშსა თუ “ტიტკოკებს” არ თამაშობს

ირაკლი შალიკაშვილი 15 თებ 2021

უახლესი ამბები

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge