NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა

თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა

27 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 713 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

27 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროში  სამუშაო შეხვედრა, საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შორის შედგა.

შეხვედრაზე განიხილეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები.

როგორც აღინიშნა, 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება, რომელშიც აუცილებლად აისახება მომავალი წლისთვის  თბილისისთვის მნიშვნელოვანი  პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები, რომლებიც აუცილებელია დედაქალაქის  განვითარებისთვის.

„დღეს გვქონდა შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 60 მლნ ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით  ტექნიკურ დეტალებზე. თანხები მიიმართება მიზნობრივად, მათი ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი ინფრასტრუქტურის განახლებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი 2018 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის და მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე. ესაა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც მეტროსადგურების, ისე მოძრავი შემადგენლობის განახლება, ასევე თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსხვავებული, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც წინასაარჩევოდ იყო წარმოდგენილი ჩვენგან,” –   განაცხადა კალაძემ.

უახლოეს დღეებში  მუშაობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზეც, რომელშიც აისახება შესაბამისი ცვლილებები და დოკუმენტი კანონის შესაბამისად, გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

თბილისის მერი თბილისის მერია კახა კალაძე მამუკა ბახტაძე მერია შეხვედრა 2017-11-27
Tags თბილისის მერი თბილისის მერია კახა კალაძე მამუკა ბახტაძე მერია შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „პრეზიდენტების“ შეხვედრა

შემდეგი სტატია

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

12 იან 2018
„3 არასამთავრობო ტყუილშია გამოჭერილი, არის მოსაზრება, რომ ამის შესახებ დავალება მათ „ნაცმოძრაობისგან“ მიიღეს“

„3 არასამთავრობო ტყუილშია გამოჭერილი, არის მოსაზრება, რომ ამის შესახებ დავალება მათ „ნაცმოძრაობისგან“ მიიღეს“

22 ნოე 2018

„შს მინისტრი მოვა პარლამენტში“

31 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

  • ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

    ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

  • ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

    ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge