ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ომბუდსმენის განცხადებით, ბრალდებული ამბობს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ პირთაგან მხოლოდ ერთს იცნობდა.
„მე ვფიქრობ, რომ გამოძიება ყველა იმ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რომელიც წარმოიშვა ამ კონკრეტულ სეცოპერაცისთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე, ეს კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან.
მოინახულა ჩვენმა წარმომადგენელმა დაკავებული. ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას, ასევე ამბობს, რომ ის არ იცნობდა იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა, შესაბამისად ის იყო დაინტერესებული, რომ მეტი ინფორმაცია მიეღო მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რა ინფორმაციაც ჩვენ მას მივაწოდეთ“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
კომენტარები