საქართველოში უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში გროისმანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს, ასევე, მონაწილეობას მიიღებს „აბრეშუმის გზის“ ფორუმში.
უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძე იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი აისახება როგორც მწვანე შუქად ორი ქვეყნის ბიზნეს და ხალხთაშორისი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
„უკრაინის პრემიერმინისტრი პირველად ჩამოდის საქართველოში. მინდა დავაფიქსირო მისი ძალიან კეთილი განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას მოჰყვება რამდენიმე დარგობრივი მინისტრი. ჩამოდიან ვიცეპრემიერები. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელი მოეწერება ორ ხელშეკრულებას. იგი მიიღებს მონაწილეობას მაღალი დონის შეხვედრებში. ეწვევა კახეთის რეგიონს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი აისახება როგორც მწვანე შუქად ორი ქვეყნის ბიზნეს და ხალხთაშორისი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად”,- განაცხადა გელა დუმბაძემ.
კომენტარები