ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი, მოსაყდრის დასახელებასთან დაკავშირებით, პატრიარქის ბრძანების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. მეუფე გრიგოლის თქმით, ასეთი განცხადება კეთდება სინოდის სხდომაზე. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მოსაყდრე იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ პატრიარქი უუნაროა.
„მოულოდნელი იყო, ასეთი განცხადება კეთდება სინოდზე. სამართლებრივი კუთხით რომ შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩნდება. მე ისიც არ ვიცი, ის ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა. მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც უუნარო არის პატრიარქი, მაშინ ამას უნდა მოჰყოლოდა განცხადება, მე მივდივარ, მოსაყდრეს ვნიშნავ და მოსაყდრე მერე აგრძელებს იმ პროცედურებს, რაც დებულებით არის განსაზღვრული. რაკი ეს ასე არ მოხდა, ამიტომ არის სამართლებრივი კაზუსი“,-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
კომენტარები