საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „შაბათის კურიერში“ პატრიარქის მიერ, მოსაყდრის დასახელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მეუფე იაკობმა მისი გავლენების შესახებ, საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებსაც უპასუხა, მეუფეს თქმით, მისი გავლენები ქორეპისკოპოსობას არ უკავშირდება.
„უწმინდესი რასაც დამავალებს, იმას გავაკეთებ, სხვა რამეები არ მაინტერესებს. მე გამიხარდა მეუფე შიოს მოსაყდრეთ დასახელება, ამდენი კამპანია მიდის ჩემ წინააღმდეგ და ალბათ გაჩერდებიან ცოტა ხანს. გავლენები იმიტომ არ მაქვს, რომ ქორეპისკოპოსი ვარ. ათას მითებს ქმნიან . ჩემი ეშინიათ, მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ და იმიტომ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
კომენტარები