„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ, ბრიუსელში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ფორუმი შედგა. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დაესწრნენ. სამიტზე ერთხმად მიღეს რეზოლუცია, სადაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაა გამოცხადებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები სჭირდება.
„კარგია, რომ გვაქვს მოცემული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პუნქტები რეზოლუციაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, მაგრამ ამ გეგმას ახლა სჭირდება რეალიზება, ამას სჭირდება ქმედითი და შემხვედრი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა მელიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ იპპ-ს მიერ მიღებულ დეკლარაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„იპპ-ის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ცნობილია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც არ არის სავალდებულო, მაგრამ ამ სამი ქვეყნის, საქათველოს, მოლდოვისა და უკრაინის უფრო წინ წაწევას გულისხმობს, რაც კიდევ უფრო დამატებით ვალდებულებებს, მაგრამ ამავე, ორმხზრივ თანამშრომლობას გულისხმობს ევროკავშირთან“,-განაცხადა უგულავამ.
კომენტარები