საიტი depo.ua აქვეყნებს იური ვასილჩენკოს წერილს – “იმპიჩმენტი ხალხის მიერ: რატომ შეცვალა სააკაშვილმა ტაქტიკა”, გთავაზობთ ამონარიდს:
„სანამ, სააკაშვილის უკრაინიდან ნოემბერში ან დეკემბერში, დეპორტაციას განიხილავენ თავად საქართველოს ექსპრეზიდენტმა რადიკალურად შეცვალა საკუთარი მოქმედებების ტაქტიკა. ახლა მას უკვე აღარ აინტერესებს არც არჩევნების შესახებ კანონი და არც კონკრეტული „კორუფციონერები“.
იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილმა დააანონსა „იმპიჩმენტი ხალხის მიერ“ საინტერესოა ვნახოთ რა რესურსები გააჩნია მას ამისათვის.
იმის გამო, რომ საკუთარი ტელეარხები „რეფორმატორების“ გუნდს არ გააჩნია, სააკაშვილისათვის მთავარია სოციალური ქსელი.
მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მოთხოვნების ნაწილი ხელისუფლებამ დააკმაყოფილა, „მიხომაიდანის“ ორგანიზატორებმა რიტორიკა შეცვალეს და კამპანიის მთავარ თემად – პოროშენკოს იმპიჩმენტი შეარჩიეს.
სააკაშვილის უახლოესმა თანამებრძოლმა, იური დერევიანკომ 31 ოქტომბერს უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის შესახებ. აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია დოკუმენტის შინაარსი, მთავარია თავად რეგისტრაციის ფაქტი. ახლა სააკაშვილს აქვს „წითელი ნაჭერი“, რომელსაც ის შეხვედრებზე ააფრიალებს: კანონპროექტი დარეგისტრირებულია და ყველა, ვისაც არ სურს მიიღოს ის, რა თქმა უნდა … „ბარიგაა“. და თუ კანონის მიღება არ სურთ, მაშინ გადადგომას კანონის გარეშე მოითხოვენ.
ტელეარხების მოზიდვის მიზნით სააკაშვილის ხალხი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, ერთ-ერთი საერთაშორისო ტელეხიდია. გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილის გეგმებში იყოს ტელეხიდები რეგიონებთან.
ასევე იყენებენ რეგიონების მონახულების მეთოდს, რომელიც მუშაობს. თუმცა მოსახლეობა მიდის არა კონკრეტულად სააკაშვილის სანახავად, არამედ დედაქალაქის ტელევარსკვლავის. არჩევნების შემდეგ დეპუტატები რეგიონებში აღარ ჩადიან. ეს იმას ჰგავს, როცა სოფელში ბრეჟნევის დროის შემდეგ ფილმი არ ჩაუტანიათ და ჩაიტანეს ინდური მელოდრამა ზიტასა და გიტაზე. ბევრი ადამიანი შეიკრიბებოდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ საკაშვილთან შეხვედრებზე უამრავი ადამიანი მიდის. ყველა შეხვედრაზე ის იმაზე საუბრობს, რაც სურთ მოისმინონ მისგან. სიტყვა „იმპიჩმენტი“ იქ მუდმივად ისმის. ასე, რომ კიდევ ერთი ამოცანაა შესრულებული – კავკასიელის ენერგიით აღტკინებულმა პროვინციალებმა შესაძლოა რადასთან არსებული კარვის ქალაქი გაზარდონ.
ნათელია, რომ 3 დეკემბრის შემდეგ – სწორედ ამ დღეს დაიწყება კამპანია „იმპიჩმენტი ხალხის მიერ“ – სააკაშვილი საგრძნობლად გააქტიურდება. გააქტიურება რამდენიმე მიმართულებით მოხდება.
გამოყენებული იქნება რეკლამა ტელევიზიებსა და რადიოში. ეს საკმაოდ ძვირია. სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის უპერსპექტივობა და ირგვლივ არსებული სკანდალური არეალი, რასაც ის შეეხება, ბევრ სერიოზულ ადამიანს სურვილს უკარგავს. თუმცა, რადასთან მიმდინარე აქციის გაშუქების ანალიზი მოწმობს, რომ პარტნიორებად გამოდიან პრორუსიული მედია-ორგანიზაციები. ასევე, მისთვის მთავარია თოქ-შოუებში შეიქმნას ისეთი სიტუაციები, როგორიც მოსიჩუკთან წარმოიქმნა. თუ „რადიკალს“ მიხოზე ყავარჯნით თავდასხმის სურვილი გაუჩნდა, ამან მხოლოდ სააკაშვილის წისქვილზე დაასხა წყალი.
ნათელია, რომ სააკაშვილი უარს არ იტყვის კარვის ტექნოლოგიაზე.
სააკაშვილი აუცილებლად გამოიყენებს სოციალურ ქსელს.
სააკაშვილის პოლიტტექნოლოგებისათვის 3 დეკემბრიდან ყველა რესურსი უნდა ამუშავდეს და უნდა წამოვიდეს ფული ყველა იმ ადამიანისაგან, რომელიც მხარს უჭერს პოროშენკოს გადადგომას.
კომენტარები