მედიასაშუალება Daily Sabah ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი აჰმედ ჩატაევი.
აჰმედ ჩატაევი თურქეთის ხელისუფლების მიერ მიჩნეულია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 2016 წელს განხორციელებული ტერაქტის ავტორად. აღნიშნულ ფაქტს მაშინ 45 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც Daily Sabah წერს, ჩატაევმა და მისმა თანამებრძოლებმა საქართველოს საზღავრი არალეგალურად გადაკვეთეს და მათ სამართალდამცავებს დანებებაზე უარი უთხრეს.
აჰმედ ჩატაევი საქართველოში 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დააკავეს. ის იყო მომლაპარაკეებლი საქართველოს ხელისუფლებასა და მებრძოლებს შორის, რომლებიც მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს ლაფანყურის ტყეში.
ვრცლად იხილეთ საიტზე: on.ge
კომენტარები