NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა

24 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 810 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. კახაბერ საბანაძემ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე და მივუსამძიმრო მის ოჯახს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ პოლიციელსა და სპეციალური დანაყოფის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში და მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

კომენტარები

კახაბერ საბანაძე შს მინისტრის პირველი მოადგილე 2017-11-24
Tags კახაბერ საბანაძე შს მინისტრის პირველი მოადგილე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არცერთ მოქალაქეს არ მივატოვებთ ამ მდგომარეობაში“

შემდეგი სტატია

გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე სიტყვით გამოვა

მსგავსი სტატიები

„ეს არის ავადმყოფი ერი, ამათ სანამ თავზე არ დაატ..ამ ვერ იგებენ ვერაფერს“

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018
ტოომას ჰენდრიკ ილვესი: ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო

ტოომას ჰენდრიკ ილვესი: ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო

ნინო ჩხეიძე 18 თებ 2021
ვიქტორ ორბანი: ჩვენ გვინდა აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს და რუმინეთის გავლით – თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა

ვიქტორ ორბანი: ჩვენ გვინდა აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს და რუმინეთის გავლით – თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა

ნინო ჩხეიძე 27 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

  • ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

    ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

  • ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

    ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge