პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელებასთან დაკავშრებით კომენტარი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება მისთვის, ისევე როგორც სინოდის სხვა წევრებისთვის, მოულოდნელი იყო.
„გუშინდელი გიორგობა ნამდვილად ისტორიული იყო. მიმაჩნია, რომ სინოდის წევრთა უმრავლესობისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პატრიარქის გადაწყვეტილებას და შევთხოვთ უფალს, იყოს ღვთის ნება და წარმატებებს ვუსურვებთ პატრიარქის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატივი უნდა ვცეთ უწმინდესის გადაწყვეტილებას, მან წარმოგვიდგინა პიროვნება, ეს იქნება ლუსტრაცია სინოდის წევრებისთვის და ეკლესიისთვის და როგორც ერთერთი ფილოსოფოსი ამბობს, უშურველობა გენიოსების თვისებაა და რამდენი გენიოსია, ესეც გამოჩნდება“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.
კომენტარები