გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ერთი კვირის განმავლობაში 30 მხატვრის მიერ მოიხატა.

დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ასე შეირჩა 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ზრუნავდნენ.
ნახეთ როგორ გამოიყურება გმირთა მოედნის გადასასვლელი დღეს.
ჩვენ გაგიძღვებით ფერადი მიწისქვეშა გადასასვლელისკენ.
გაგვიზიარეთ, რას ფიქრობთ?
კომენტარები