გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ორი დღის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა, პირველი სართულის მაცხოვრებლები შეუშვეს. მაისურაძეები აცხადებენ, რომ მათი ბინა საცხოვრებლად არის უვარგისი, დაზიანებულია საყრდენი კედელი, ბინაში დიდი რაოდენობით წყალია, დაზიანებულია ავეჯი. მათი განცხადებით, იქ ცხოვრება შეუძლებელია.
„შუშები აღარ არის, კედლებიც ჩამოწეულია, გახსნილია სინკარები, სერიოზული დაზიანებაა შიგნით. ვერ შეხვალ, ვერ იცხოვრებ, ახლა შეგვიშვეს, ბავშვების ტანსაცმელი გამოგვატანინეს. წავალთ სასტუმროში და დაველოდებით, რას გადაწყვეტენ, დახმარებას ველოდები, 4 შვილით გარეთ ხომ არ დავრჩები“,-განაცხადა ბინის მეპატრონემ.
.
კომენტარები