NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»“…ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება”

“…ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება”

24 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 434 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძირითადი ტექსტი ადგენს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ჩვენ აუცილებლად გადავალთ ამ სისტემაზე მას შემდეგ, რაც ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო – სახალხო განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მაჟორიტრაული სისტემის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა:
”ფუნდამენტური ცვლილება ეხება საპარლამენტო არჩევნებს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე იყო ყველაზე ფართო დისკუსია საზოგადოებაში, მათ შორის პოლიტიკური კუთხით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს თავიდანვე იყო გაცხადებული ჩვენი გუნდის მიერ. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ამ სისტემაზე გადასვლა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისათვის. თუმცა, რაც მთავარია კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძირითადი ტექსტი ადგენს პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ჩვენ აუცილებლად გადავალთ ამ სისტემაზე მას შემდეგ, რაც ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები.

ეს არის ფუნდამენტური მნიშვნელობის ცვლილება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კონსტიტუციამ თავიდან უნდა აგვარიდოს ავტოკრატია ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელვადიან პერიოდში.

მომდევნო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი აირჩევა მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემით და 150 დეპუტატი იქნება პროპორციული სისტემის შესაბამისად არჩეული. ძალაში რჩება 5 – პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის ამოცანაა, რომ უზრუნველყოს ერთის მხრივ, პლურალიზმი და მეორე მხრივ, სტაბილურობა სისტემის. პლურალიზმი პროპორციული საარჩევნო სისტემით არის უზრუნველყოფილი, სტაბილურობა კი 5- პროცენტიანი ბარიერითაა უზრუნველყოფილი. საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა”.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბლოკების გაუქმების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ პარტიებს ფიქტიური ბლოკების შექმნა ბიუჯეტიდან თანხების მისაღებად ესაჭიროებოდათ:

”რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას, ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, ბოლო არჩევნებში არც ერთი რეალური ბლოკი არ შექმნილა, შეიქმნა მხოლოდ 2 ფიქტიური ბლოკი იმისათვის, რომ პარტიებს მიეღოთ გადამხდელისგან დამატებითი დაფინანსება. არ დავასახელებ პარტიებს, თუმცა ერთმა პარტიამ ნახევარი მილიონის, მეორემ კი მილიონიანი დაფინანსება მიიღო ფიქტიური ბლოკების ხარჯზე”.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო – სახალხო განხილვა პარლამენტის პლენარულ დარბაზში მიმდინარეობს და მას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან.

კომენტარები

განხილვა ირაკლი კობახიძე კონსტიტუცია პარლამენტი 2017-11-24
Tags განხილვა ირაკლი კობახიძე კონსტიტუცია პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

შემდეგი სტატია

„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში“

მსგავსი სტატიები

გავხსენი ვიდეო, დავინახე საწოლი და ოთახი, მივხვდი რაშიც იყო საქმე – გორგაძეს, რომელმაც ბესელიას კადრები მიიღო, დღეს გამოკითხვენ

გავხსენი ვიდეო, დავინახე საწოლი და ოთახი, მივხვდი რაშიც იყო საქმე – გორგაძეს, რომელმაც ბესელიას კადრები მიიღო, დღეს გამოკითხვენ

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2019
ივანიშვილმა საქართველო გადააქცია გეოპოლიტიკურ სოფლად

ივანიშვილმა საქართველო გადააქცია გეოპოლიტიკურ სოფლად

25 იან 2019
საქმე 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება, აქ მაინც დავანებოთ პოლიტიკურ ინსინუაციებს თავი

საქმე 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება, აქ მაინც დავანებოთ პოლიტიკურ ინსინუაციებს თავი

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge