ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტaბილურია. სამივე მათგანი რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს. ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის იოსებ აბულაშვილის განცხადებთ, მათ მიღებული ჰქონდათ მრავლობითი ჭრილობები, ძირითადად ზედა და ქვედა კიდურების არეში, სამივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფებიან ქირურგიულ დეპარტამენტში.
„აღენიშნებოდათ მიღებული მრავლობითი ჭრილობები, ძირითადად ზედა და ქვედა კიდურების არეში, სამივე პაციენტს გაეწია ქირურგიული,კვალიფიციური მომსახურება, ჩაუტარდათ ოპერაციები. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმის, იმყოფებიან სტაციონალურ მკურნალობაზე, ქირურგიულ დეპარტამენტში“,-განაცხადა აბულაშვილმა.
კომენტარები