„მთავარია, დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„რაც შეეხება სპეცოპერაციას, ამასთან დაკავშირებთ, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ეს არის მათი პრეროგატივა, დეტალებთან დაკავშირებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, თუ რამდენად იქნება საჭირო საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად. კითხვები არსებობს და ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები“,-განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები