NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურად შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთ-ერთს დაასახელებს“

„ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურად შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთ-ერთს დაასახელებს“

23 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 740 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა.  პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში  აირჩევს.

„უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში, კენჭი ეყრება სახალხო დამცველს და არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. შესაბამისად, გვინდოდა კონსულტაციების გავლა არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. მათ შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი. მანამდე კრიტერიუმებზე გვქონდა  საუბარი. კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. რაც შეეხება კანდიდატებს, მათ დაასახელეს ოთხი კანდიდატი, ეს არის ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

„ჩვენ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში არ გვქონია, აქედან გამომდინარე, რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რა არჩევანს გააკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა რაოდენობის დეპუტატები ვის ანიჭებენ უპირატესობას. შედგება ხვალ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. მისივე თქმით, კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში გამართულ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე – პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება. თუმცა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე – პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 2017-11-23
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნარჩენებისგან შექმნილი ულამაზესი 3D სკულპტურები

შემდეგი სტატია

„იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატზე“

მსგავსი სტატიები

LB.ua: „სააკაშვილი შენობის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა“

05 დეკ 2017
ალექსეი ნავალნის გუნდი – მოვუწოდებთ რუსებს, გამოიჩინონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

ალექსეი ნავალნის გუნდი – მოვუწოდებთ რუსებს, გამოიჩინონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022
ბურჯანაძე: … ამ ყველაფრის ლოგიკური ბოლო უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება

ბურჯანაძე: … ამ ყველაფრის ლოგიკური ბოლო უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება

ირაკლი შალიკაშვილი 13 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge