NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»დონალდ ტუსკი: საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია

დონალდ ტუსკი: საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია

23 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 397 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის  ბრიუსელში ვიზიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან,  დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. მათივე ცნობით, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია.

“მხარეებმა ისაუბრეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი, 2017-2020 წლებისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა და მზად არის, გააკეთოს იმაზე მეტი ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს”- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ასევე განიხილეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებში წელს გახსნილი ახალი სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას.

“შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს ასევე მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარება”,- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკი ევროკავშირი 2017-11-23
Tags გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკი ევროკავშირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მაქვს ეჭვი, რომ ამ ჯგუფის შესახებ ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია სხვა სახელმწიფოდან მიაწოდეს“

შემდეგი სტატია

დაღესტანში სროლას დეპუტატი ემსხვერპლა

მსგავსი სტატიები

იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე – მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ

იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე – მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივნ 2020
„ივანიშვილის მმართველობამ თავი დაგვამახსოვრა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით”

„ივანიშვილის მმართველობამ თავი დაგვამახსოვრა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით”

29 იან 2019
საპენსიო რეფორმა – ინიციატივაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

საპენსიო რეფორმა – ინიციატივაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

11 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ღარიბაშვილი: დღეს გამარჯვებული საქართველოა

    ღარიბაშვილი: დღეს გამარჯვებული საქართველოა

  • კალაძე: ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად”

    კალაძე: ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად”

  • “ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო – ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს”

    “ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო – ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს”

  • ლილი ფოფხაძე – ტრამვაიმ ჩაიქროლა

    ლილი ფოფხაძე – ტრამვაიმ ჩაიქროლა

  • “პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ წუთს მოკ­ვდეს”

    “პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ წუთს მოკ­ვდეს”

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა

  • მიშელი: ძვირფასო მეგობრებო, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი სამუშაოსთვის

    მიშელი: ძვირფასო მეგობრებო, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს შეთანხმება არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი სამუშაოსთვის

  • ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია – მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

    ჩემი თავისუფლებისთვის გირაოდ გასაღებული გამოსასყიდის გადახდა ჩემთვის მიუღებელია – მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

  • ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან

    ულტიმატუმების დაყენება არ მგონია სწორი იყოს ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან

  • გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას

    გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge