კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი, უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბინაში, სადაც შტურმი განხორციელდა, ქალი და ორი ბავშვი იმყოფებოდა.
„დილით ადრე დამიკავშირდნენ, ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედი სპეცოპერაციის ადგილზე, იქ სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში ორი პატარა ბავშვი, ერთი ქალი და ორი მამაკაცი იყო, ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენო და აქ სამკურნალოდ იყვნენო.
ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბინაში ბავშვები იყვნენ, უსაფრთხოების წარმომადგენლებს ვუთხარი ამის შესახებ, ვთხოვე, რომ მათან მოსალაპარაკებლად შევეშვი, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ჩეჩნები ვართ და გამოვნახავდით საერთო ენას, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა“,-განაცხადა იდიგოვმა.
კომენტარები