NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს

თიბისი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს

22 ნოე 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 339 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ  პროდუქტს – სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს.

თიბისი ბანკი  პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.

სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. პროდუქტით სარგებლობისას,  ყურადღება ექცევა საპროგნოზო შემოსავლებს, რომელსაც ფერმერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს.

თიბისი ბანკი  ფერმერებს სტარტაპ აგროსესხით სარგებლობისას გრძელვდიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. საშეღავათო პერიოდი სხვადასხვა დარგისთვის განსხვავებულია და განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ განხორცილებულმა ინვესტიციებმა ეკონომიკური სარგებლის მოტანა დაიწყოს. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელი არ ახორცილებს აღებული სესხის ძირი თანხების დაფარვას.

სტარტაპ აგროსესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 500,000 აშშ დოლარის ექვივალეტი ლარში. სესხის აღება შესაძლებელია როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. სესხის მაქსიმალური ვადაა 7 წელი.

იმისათვის რომ ფერმერმა შეძლოს პროდუქტით სარგებლობა, მას უნდა  გააჩნდეს გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის იმ კონკრეტულ დარგში, რომელშიც აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ამავდროულად, პროექტში თანამონაწილეობა, პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით აღებული კრედიტები შესაძლებელია გაიცეს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში და მსესხებლი მიიღებს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან.

თიბისი ბანკი ფერმერებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. თიბისი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ვაზის სხვადასხვა ჯიშის გასაშენებლად. კახეთისთვის ვაზის ეს ჯიშებია: მიკროზონების საფერავი, ხიხვი და ქისი. შიდა ქართლისათვის – გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, თეთრი ბუდეშური. იმერეთისათვის – ოცხანური საფერე, კრახურა, ცოლიკაური. სამეგრელოსთვის – ოჯალეში, გურია აჭარისათვის – ჩხავერი, ხოლო რაჭისათვის ალექსანდროული და მუჯურეთული.

ფერმერები ვაზის გასაშენებლად ისარგებლებენ იმავე პირობებით, რაც აგრო-საინვესტიციო სესხის ფარგლებში მოქმედებს, კერძოდ, მოითხოვება გამოცდილება და მიწის საკუთრებაში ფლობა.

თიბისი ბანკის ახალი აგრო პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებლელია თიბისი ბანკის ფილიალებში.

 

[R]

კომენტარები

tbc თიბისი ბანკი 2017-11-22
Tags tbc თიბისი ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია

მსგავსი სტატიები

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია – „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“  გრძელდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია – „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება

08 ივნ 2018
„მასკარადი გრძელდება“

„მასკარადი გრძელდება“

10 ნოე 2017

ცესკომ საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი წარადგინა

19 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge