ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი მაკედონიის ეკონომიკის მინისტრს კრეშნიკ ბეკტეშის შეხვდა.
მაკედონიის ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ სამიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრისას განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა კრეშნიკ ბეკტეშის გააცნო ორგანიზაციაშისაკუთარი საქმიანობის ხედვები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ამ მიმართულებით განიხილა მაკედონიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
კრეშნიკ ბეკტეშმა საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა.
კომენტარები