NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

22 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 584 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გვინდა, დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ ყურადღების მიღმა არცერთი მათგანი არ დარჩება. მერია, რასაკვირველია, საკუთარ მოსახლეობაზე იზრუნებს და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს აუცილებლად უზრუნველყოფს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, მათ, ვინც თავშესაფარს საჭიროებს, ისნის გამგეობას მიმართოს, რათა რეგისტრაცია დროულად მოხდეს.

„ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება, ისნის გამგეობას დროულად მიმართოს, რათა მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა მოხდეს. ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კახა კალაძე 2017-11-22
Tags კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ულამაზესი შარლიზ ტერონი ბრიტანელი აგენტის როლში

შემდეგი სტატია

უამინდობის გამო გზების მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

მსგავსი სტატიები

კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული “კონტი ჯგუფის” ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული “კონტი ჯგუფის” ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

ირაკლი შალიკაშვილი 19 სექ 2019
ამბობს კობახიძეს, მაგრამ რეალურად ისრები მიმართულია ივანიშვილზე – ვოლსკი ბესელიას აკრიტიკებს

ამბობს კობახიძეს, მაგრამ რეალურად ისრები მიმართულია ივანიშვილზე – ვოლსკი ბესელიას აკრიტიკებს

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2019
ელექტრომომარაგება 4 აპრილს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 4 აპრილს დროებით შეიზღუდება

03 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge