„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკაშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„20 საათია კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. აშკარად დაბნეულად. ხალხი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. მთავრობა დუმს. ავტომატური სროლა არ წყდება. ამ დროს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გამოდის პრესასთან და მიშაზე ლაპარაკობს.
სიურეალიზმისა და უპასუხისმგებლობის მწვერვალია. შლიან სახელმწიფოს ეს მავნებლები“,-წერს რურუა.
20 საათია კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. აშკარად დაბნეულად. ხალხი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. მთავრობა დუმს….
Posted by Nika Rurua on ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017
კომენტარები