კომპანია Apple-ის მთავარი მომმარაგებელს ჩინეთში უკანონოდ ჰყავს დასაქმებული სტუდენტები ზეგანაკვეთურ შრომაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს ექვს ჩინელ სტუდენტზე დაყრდნობით. მათი თქმით, ქალაქ ჯენჯოუში მდებარე ქარხანაში 11 საათიან რეჟიმში აწყობდნენ iPhone X-ებს, რაც ნიშნავს, რომ ქარხნის მფლობელი მსხვილი კომპანია Foxconn-ი ჩინურ კანონს არღვევს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიას არალეგალური მუშახელი დასჭირდა, რადგან Apple-ის პროდუქტის წარმოების მასშტაბს ვერ აუდის და შეთნხმების პირობების შესრულებაზე პრობლემები ექმნება.
ექვსი სტუდენტის განცხადებით, რომლებმაც Financial Times-ს მიმართეს, ისინი 3000 სტუდენტს შორის იყვნენ, რომელიც კომპანიამ ჯენჯოუს რკინიგზის სკოლამ გადაამისამართა ქარხანაში. როგორც სტუდენტებს სკოლაში განუცხადეს, დიპლომის მისაღებად საჭიროა ქარხანაში მუშაობის სამთვიანი გამოცდილება.
„სამუშაოს არაფერი აქვს საერთო ჩვენს პროფესიასთან“, – აცხადებს ერთი-ერთი სტუდენტი. მისივე თქმით, ის ქარხანაში დღეში საშუალოდ 1200 iPhone X-ს აწყობდა.
Financial Times-ი სტუდენტების სკოლას დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი ვერ მიიღო. რაც შეეხება Apple-სა და Foxconn-ს, მათი განცხადებით შიდა აუდიტმა გამოავლინა, რომ ზოგიერთი სტუდენტი ზეგანაკვეთურ რეჟიმში ნამდვილად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ორივე კომპანიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სტუდენტები მათი ნების საწინააღმდეგო მუშაობდნენ.
კომენტარები