NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»BBC ქართული კერძის შესახებ – ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს?

BBC ქართული კერძის შესახებ – ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს?

21 ნოე 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 837 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

BBC-ის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში მოგზაურობისას ხაჭაპური დააგემოვნა და მკითხველს შთაბეჭდილება გაუზიარა:

„ყველით და ცომით დამზადებულ ხაჭაპურს საქართველოში ყველგან და ყოველთვის შეხვდებით. თუ ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი ხარ არ უნდა შეეხო ცომს და არ უნდა მოზილო, რადგან შენი განწყობა ხაჭაპურზე აისახება და ამას დაგემოვნებისას აუცილებლად შეამჩნევთ. ეს მითხრა ჩემმა მეგობარმა მაკო ქავთარაძემ. მაკოს ნათქვამის არ მჯეროდა. ხაჭაპურის საჭმელად რიკოთის უღელტეხილზე გავჩერდით. მაკომ თავის ნათქვამის დასამტკიცებლად სამზარეულოში შემიყვანა. ახლა გაჩვენებ ქალს, რომელიც აცხობს ხაჭაპურს, გარანტიას გაძლევ როგორი მხიარულიც იქნება ის ქალი ისეთივე გემრიელი ხაჭაპური გამოვა. სამზარეულოს სკამზე ქალბატონი იჯდა და ცომს აბრტყელებდა, რომ დაგვინახა სახე გაუბრწყინდა და გაგვიღიმა. მაკომ მითხრა, ის ბედნიერია. თუ ხაჭაპურს ბედნიერი ხალხი აცხობს, ეს ნიშნავს, რომ ხაჭაპური მომხმარებელს აბედნიერებს, ანუ ეს არის საუკეთესო კომფორტული საჭმელი.

კვლევების მიხედვით, ქართველების 88 %-ს ხაჭაპური ურჩევნია პიცას. ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ეკონომისტებმა „ხაჭაპურის ინდექსიც“ შექმნეს, რომელიც „ბიგ მაკის ინდექსის“ მსგავსად ჩამოყალიბდა. კავკასიაში ეკონომისტები ინფლაციაზე მონიტორინგს ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასებით ახორციელებენ: ფქვილი, ყველი, კარაქი, კვერცხი, რძე და საფუარი.

ხაჭაპურის წარმოშობაზე ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, ქართული კულინარიის აკადემიის პროფესორისა და მწერლის დალი ცანავას თქმით ხაჭაპური შეიძლება პიცას ენათესავებოდეს. მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მოსულმა რომაელმა ჯარისკაცებმა პიცის მსგავსი კერძი მოიტანეს. როგორც იცით მე-16 საუკუნემდე ევროპაში პომიდორი არ არსებობდა, ამიტომ პიცის მსგავსი კერძი პურისა და ყველგან მზადდებოდა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ხაჭაპურია. იმერეთში ხაჭაპური ჭყინტი ყველისგან მზადდება და შორიდან რომ შეხედოთ ისეთი ფორმა აქვს პიცა გეგონებათ. სვანური ხაჭაპურია კუბდარი, მეგრული ხაჭაპური იმერულის მსგავსად ყველით სავსეა და ზევიდან გამდნარი ყველის ფენა ადევს“.

დევიდ ფერლი სტატიაში აღწერს აჭარულ ხაჭაპურს და მის ფორმას ნავს ადარებს. სტატიაში მოყვანილია შეფ-მზარეულის მაკა ჩიხიაშვილის ციტატა: „აჭარული ხაჭაპური რეგიონის გეოგრაფიისა და კულტურის ანარეკლია. აჭარა შავ ზღვაზე მდებარეობს, აჭარლები ცნობილები იყვნენ გემთმშენებლობით და ამიტომ აქვს აჭარულ ხაჭაპურს ნავის ფორმა. კვერცხი მზე არის, ყველი კი ზღვა“ – წერს BBC-ის ჟურნალისტი.

კომენტარები

BBC პიცა ხაჭაპური 2017-11-21
Tags BBC პიცა ხაჭაპური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კადიროვი: „სტალინის ნეშთი საქართველოს უნდა გადავცეთ“

შემდეგი სტატია

თავდაცვის სამინისტროში  Javelin-ის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა

მსგავსი სტატიები

გერმანიის მოქალაქის ბინიდან 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კგ „მდმა“ და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს

გერმანიის მოქალაქის ბინიდან 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კგ „მდმა“ და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს

03 აპრ 2018
ბორჯომის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე გადააყენეს

ბორჯომის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე გადააყენეს

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018

როდ ლავერი: “ნიკ კირგიოსს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ვიდრე ვინმეს ტურზე”

21 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge