ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ ორცვასა და ძენწმანის საზღვარზე ტყეში ბალახი და ბუჩქნარი იწვის.
როგორც news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი ხანძრის ლოკალიზებისთვის მუშაობს. ადგილზე შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და მიმდინარეობს ტერიტორიის წყლის ჭავლით დამუშავება.
კომენტარები