NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»სახალხო დამცველი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკის შეცვლას ითხოვს

სახალხო დამცველი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკის შეცვლას ითხოვს

21 ნოე 2017 სამართალი 814 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა 7 უცხოელი პირისათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სამინისტროში კანონის ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. ინფორმაციას სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის 7 მოქალაქეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძვლით უარი უთხრა საქართველოში შემოსვლაზე. საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროდან ყველა საქმეზე გამოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი შემთხვევა გახდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლი; ასევე რომელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს მოიცავდა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები პრაქტიკაში“. სახელმწიფო უწყებამ სახალხო დამცველის აპარატს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

საკითხის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძველს პრაქტიკაში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელ, თვითკმარ საფუძვლად იყენებს და უფლების შეზღუდვის რაიმე დამატებით, კანონმდებლობაში მითითებულ შემთხვევას არ უკავშირებს. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგა კანონს, ვინაიდან განსახილველი ნორმა თავისი ბუნებით მიმთითებელი ხასიათისაა. „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ არ გულისხმობს შესაბამისი რეგულირების გარეშე მისი გამოყენების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, იგი ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ შემთხვევებში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, სახალხო დამცველმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით, სახალხო დამცველი ითხოვს ზემოთ განხილული საფუძვლით სამინისტრომ ისარგებლოს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის კონკრეტულ დებულებაზე მითითებით, თუ კანონმდებლობით დადგენილი იქნება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სხვა შემთხვევა.

კომენტარები

სახალხო დამცველი 2017-11-21
Tags სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ივანიშვილმა 1 000 000 000 € გადარიცხა ქუთაისში უნივერსიტეტის ასაშენებლად“

შემდეგი სტატია

კადიროვი: „სტალინის ნეშთი საქართველოს უნდა გადავცეთ“

მსგავსი სტატიები

ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დააკავა

ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დააკავა

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2022
სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს

სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2021
გიორგი ჭანტურიასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი შევიდა

გიორგი ჭანტურიასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი შევიდა

18 იან 2018

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge