NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სააგენტო: ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრესი რეაგირება იქნება

სააგენტო: ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრესი რეაგირება იქნება

21 ნოე 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 717 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს  ბათუმში ერთერთი საკუმუნიკაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას და აცხადებს რომ ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრესი რეაგირება იქნება,- ამის შესახებ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსაზაღვრად,  ბათუმში დღესვე გაემგზავრა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი, რომელიც სათანადო ანგარიშს მოამზადებს.

მათივე ინფორმაციით, მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამართლებრივი მოკვლევისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით შესაბამის სამართალდაცვით უწყებებს მიმართავს.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს არქეოლოგები დღის ბოლოს დაიწყებენ ადგილზე გამოვლენილი შრის არქეოლოგიურ შესწავლას. დაგეგმილია თხრილის გაწმენდითი სამუშაოები, რათა მისი არქეოლოგიური კონტექსტის დადგენა მოხდეს. უბანზე სამშენებლო-სარებილიტაციო პროცესი შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. წინასწარი ვარაუდის მიხედვით, გამოვლენილი ქვევრი მე – 11 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის”- აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხრიდან გამოვლენილი არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია ექნება და კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს.

ცნობისთვის, ბათუმში, მიწის ქვეშ, საკომუნიკაციო სისტემის გაყვანის დროს მშენებლებმა ქვევრს მიაგნეს, თუმცა სანამ ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ, მუშებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დააზიანეს.

კომენტარები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქვევრი 2017-11-21
Tags კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქვევრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბავშვთა სამყაროს ჯადოსნური ფოტოები

შემდეგი სტატია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი 21 – 24 ნოემბრის ჩათვლით იკეტება

მსგავსი სტატიები

საქართველოში ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

24 იან 2018
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

26 აგვ 2018
„ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულა, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან“

„ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულა, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან“

17 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge