NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზზე მომუშავე მოწყობილობებს უფასოდ შეამოწმებენ

მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზზე მომუშავე მოწყობილობებს უფასოდ შეამოწმებენ

21 ნოე 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 853 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ზამთრის სეზონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის CO-თი ინტოქსიკაციისა და ხშირ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების ფაქტები ხდება. სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან, გამათბობლებსა და წყლის გამცხელებლებს შეუმოწმებენ, შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ კი, სოციალური კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა.

მისი განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, 82 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტოქსიკაცია დაახლოებით, 350-მა მოქალაქემ მიიღო. გასულ წელს, CO-თი ინტოქსიკაციის რიცხვმა 125-ს მიაღწია, რომელთაგან 29 ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია – „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40%  ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, – აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04, ან სავარიო სამსახურის ნომერზე – 114 დარეკონ.

„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში, დადიან და მობინაადრეებს ამოწმებენ. მინდა მოვუწოდო ჩვენს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარები

ბუნებრივი აირი გაზი თბილისის მერია მერია ყაზტრანსგაზი 2017-11-21
Tags ბუნებრივი აირი გაზი თბილისის მერია მერია ყაზტრანსგაზი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უცხოური მედია: “ილსამური სახელმწიფო” განადგურებულია (ვიდეო)

შემდეგი სტატია

პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების 5 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

მსგავსი სტატიები

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ

29 დეკ 2017
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება

12 სექ 2017
მწვავე კამათი პარლამენტში – სულხან სალაძემ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა

მწვავე კამათი პარლამენტში – სულხან სალაძემ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge