პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველი არხის“ ეთერში იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ისაუბრა, რომელიც ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს უფლებას აძლევს, მოქალაქე დამოკიდებულ პირთა სიაში შეიყვანოს. ეს კი მას აზარტულ თამაშებში მონაწილეობას შეზღუდავს. სოფო კილაძის განცხადებით, დამოკიდებული პირები, ძირითადად, ოჯახში აგრესიულები ხდებიან და კონფლიქტს ისედაც წარმოქმნიან.
„ მათი ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება უნდა მიეცეთ. ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ითვალისწინებს. იმისთვის, რომ მოთამაშემ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ოჯახი არ დაღუპოს, ასეთი შემთხვევებისთვის საქალაქო სასამართლოს ხუთდღიანი, ასევე სააპელაციო სასამართლოსაც ხუთდღიანი ვადა აქვს მიცემული. ეს ორი ინსტანცია ჩამკეტი იქნება, ამაზე მაღლა საქმე ვერ წავა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კომენტარები