„მე ვიმყოფები არაორდინალურ სიტუაციაში განსხვავებით საქართველოს დანარჩენი მუნიციპალიტეტებისა, აქ უმრავლესობა არის „ქართული ოცნების“, მე არ ვარ „ქართული ოცნების“, მე წარმოვადგენ საკუთარ პარტიას.
მე ყველა ხარჯზე პროცენტული თანაფარდობის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ მე როდესაც მოვედი აქ, დამხვდა მთლიანად გადახარჯული სოციალური ხარჯები. გასაგებია, რომ ეს ძირითადად გამოყენებული იქნებოდა წინასაარჩევნოდ ჩემი კონკურენტის ხმების დასაგროვებლად“,-ამის შესახებ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.
თავის პურ-მარილში ესენი ფულს შოულობენ, მე გამიგია, ჩემზე შაყირობს ხოლმე თავის ჭკუით ქუცნაშვილი, თითქოს მე ქეიფი მიყვარს, მაგრამ მე სხვის ხარჯზე არ ვქეიფობ, არც ჩანგალზე დავდივარ არასდროს მისგან განსხვავებით. ჩანგალზე ვინც დადიან, ის ხალხი გაცილებით პატიოსნები არიან. ეგეთი ჩანგალისტი, რომელიც თავის პურ-მარილზე ფულსაც შოულობდეს, ასეთი მეორე მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს. მე მისგან განსხვავებით, ჩემი ფულით ვქეიფობ და სხვებსაც ვეხმარები და მასსავით მილიონერი მე არ ვარ.
20 ათასი ლარიდან, რომელიც წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის იყო გამოყოფილი რაიონისთვის წლის ბოლომდე, რომლითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გაესტუმრებინათ ისეთი ხალხი, რომელიც რაიონის სასიკეთოდ რაღაც მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობდნენ, ამას ჰქვია წარმომადგენლობითი ხარჯები და არა ის, რომ ჩამოვიდეს დეპუტატი, დაჯდეს თავის აქტივთან, თავის საარჩევნო კამპანია ჩაატაროს, თიანეთობა დაარქვას ამას. იმ თიანეთობას ჩვენც ვიხდიდით, მაგრამ შევაგროვებდით ხოლმე ჩვენ ფულს, თანმშომლებსაც ვეპატიჟებოდით ხოლმე.
ქუცნაშვილი ყველა საშუალებით ცდილობს მოვლენების პარალიზებას რაიონში, თუნდაც გუშინ, მოხდა ახალი საკრებულოს არჩევა, თავმჯომარის, მოადგილეებისა და კომისიების.
მინდა ბატონ ზაქარიას გავუცრუო იმედები, დილიდან დაღამებამდე რომ იმის თვლაში ატარებს, როგორ გამომიცხადოს 6 თვის შემდეგ იმპიჩმენტი, იმპიჩმენტამდე მას შეიძლება პარაშასთან მოუწის ჯდომა და ჯობია გაჩერდეს, დაეტიოს და შეირგოს ის, რაც უშოვია“,-განაცხადა მეჭიაურმა.
კომენტარები