სამოყვარულო ჩოგბურთის კლუბის საქველმოქმედო კალენდარმა “Facebook- ის” მკაცრი წესები დაარღვია, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელში სექსუალური კონტენტის შემცველი (sexually suggestive) ფოტოები გამოაქვეყნა.
“ბელპერის ჩოგბურთის კლუბის” წევრებმა დერბიშირში ჩოგბურთის მოედნისა და ბურთების ფონზე, ნხევრად შიშველი ფოტოსესია მოაწყვეს. საქველმოქმედო მიზნებით, 2018 წლის კალენდარი “Anyone for Tennis?” ალზიჰეიმერით დაავადებულთა საზოგადოების დასახმარებლად შემნეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შავ-თეთრი ფოტოები საიტისთვის არ იყო მისაღები.
“Facebook” დაუკავშირდა ჯგუფს, რადგან ფოტოებმა სიშიშვლეზე მათი მკაცრი წესდება დაარღვიეს. 62 წლის ფოტოგრაფმა ეშლი ფრანკლინმა კი პასუხად “Facebook-ის” რეაქციას “მათხოვრული წესები” უწოდა.
კომენტარები