საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას გამორიცხავს. თეა წულუკიანის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის უწყებებს შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა.
„არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებას შორის, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროებს, არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და, რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაბრუნებას სამშობლოში, ეს სამშობლო არის ღია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას ყოველთვის მივესალმები“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები