ფერებს უდიდესი ძალა აქვს და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა სკორსეზემ. „ფილმებში თხრობის განსაკუთრებული ხერხი სინათლისა და ფერის გამოყენებაა. მათი მეშვეობით გადმოცემული ამბავი მნახველზე ძლიერ ემოციურ და ინტელექტუალურ ზეგავლენას ახდენს. ამ ყველაფერმა ჩემზეც მოახდინა გავლენა და იმოქმედა იმაზე, თუ როგორ ვიყენებ ფერს ჩემს ფილმებში”
წარმოგიდგენთ ყველაზე ფერად ფილმებს….
წყარო: tasteofcinema
შერბურის ქოლგები
LES PARAPLUIES DE CHERBOURG
20 წლის ავტომექანიკოსს შეუყვარდება 17 წლის ჟენევიევა, რომელიც დედას ეხმარება ქოლგების მაღაზიაში. შეყვარებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ გაის ალჟირში არ წაიყვანენ ჯარში.
სუსპირია
SUSPIRIA
ამერიკელი გოგონა სიუზი ჩავა იტალიაში ცეკვის ხელოვნების შესასწავლად, რომის ბალეტის სკოლაში. ჩამოსვლის პირველ ღამეს სიუზი შენობაში არ შეუშვეს, მაგრამ მან დაინახა, თუ როგორ გამორბოდა სკოლიდან გოგონა, რომელიც იმავე ღამეს სასტიკად მოკლეს. დილით გაუგებრობა გაირკვევა და სიუზის მიიღებენ. ის მეცადინეობებს შეუდგება. მას აიძულებენ საცხოვრებლად სკოლაში არსებულ პანსიონატში დარჩეს საცხოვრებლად, სადაც გოგონებს ღამით ძილის წინ ღვინოს ალევინებენ, რომელსაც ძილის წამალი აქვს გარეული. გოგონა იგრძნობს საშიშროებას და გადაწყვიტავს ყველაფრის გარკვევას.
თავბრუსხვევა
VERTIGO
ოფილ პოლიციელს სთხოვენ, მისი ძველი მეგობრის ცოლით დაინტერესდეს, რომელსაც მოჩვენებები აწუხებს. ჰიჩკოკის კლასიკა, სიმაღლის შიშით შეპყრობილი მამაკაცისა და იმ ქალის შესახებ, რომელსაც მამაკაცი საუბედუროდ სიმაღლისკენ უნდა გაჰყვეს.
სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
THE GRAND BUDAPEST HOTEL
ფილმი პოპულარული ევროპული სასტუმროს ლეგენდარული კონსიერჟის ცხოვრებაზე მოგვითხრობს…
სასიყვარულო განწყობა
IN THE MOOD FOR LOVE
ფილმის მოქმედება ჰონკონგში ხდება, 1962 წელს. ჟურნალისტი ჩოუ მოვანი და სუ ლიუჩჟენი, ერთი და იგივე დღეს სახლდებიან მეზობელ ოთახებში. ორივეს ყავს მეუღლე, რომელიც სამსახურში გვიანობამდე რჩება. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
სიყვარული
LOVE
ფილმის მოქმედება ჰონკონგში ხდება, 1962 წელს. ჟურნალისტი ჩოუ მოვანი და სუ ლიუჩჟენი, ერთი და იგივე დღეს სახლდებიან მეზობელ ოთახებში. ორივეს ყავს მეუღლე, რომელიც სამსახურში გვიანობამდე რჩება. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს.
ის
HER
თეოდორი მარტოხელა მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ოპერაციულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს. მალე ოპერაციულ სისტემასა და მას შორის რომანი იწყება.
ლა ლა ლენდი
LA LA LAND
მოსმენებს შორის ყავის დამტარებელისა და ღარიბი ჯაზ-მომღერალის სიყვარულის ისტორია. მათი ერთობლივი წარმატება მათ ურთიერთობას გამოცდას უწყობს.
მიშიმა: ცხოვრების ოთხი თავი
MISHIMA: A LIFE IN FOUR CHAPTERS
ამელი პულენის საოცარი თავგადასავალი
LE FABULEUX DESTIN D\’AMELIE POULAIN
ამელი მორიდებული და მორცხვი გოგონაა. მისი ცხოვრების ძირითადი მიზანი მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაა, მაგრამ ვინ იზრუნებს მის ბედნიერებაზე?
კომენტარები