ურაკინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ფოთის პორტში ბორნით შემოვიდნენ. „რუსთავი2“-ის კიევის ბიუროს ოპერატორის თამაზ შავშიშვილის განცხადებით, მათ მთელი გზის განმავლობაში უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები უწევდნენ ბადრაგირებას. როგორც შავშიშვილი იხსენებს, ის სამი დღის წინ სახლიდან გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ თვალებახვეული ჯერ ვერტმფრენზე, შემდეგ კი ბორანზე აიყვანეს.
„11 საათზე შემოვარდნენ 15 შეიარაღებული. სახეში ჩამარტყეს იარაღი, ძირს დამაწვინეს და ფეხებით მირტყამდნენ. ფეხები და ხელები შემიკრეს “სკოჩით”. ჩამაგდეს მანქანში. ორჯერ გამოცვალეს ეს მანქანა. მომიპარეს სახლიდან, ფაქტობრივად. მერე ვერტფრენში ამიყვანეს. ჯერ წამიკითხეს, სამი წელი ვერ შემოხვალ უკრაინაშიო. ვერტფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. აღმოვჩნდი მერე გემზე. მეც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩვეულებრივად მომიპარეს. სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა,“ – განაცხადა თამაზ შავშიშვილმა.
კომენტარები