იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე ქეთევან ცინცაძე აირჩია. კონკურსის 2 ეტაპის შემდეგ შერჩეულ 17 კანდიდატს ეყარა კენჭი. ცინცაძე ხმათა უმრავლესობით 5 წლიანი ვადით აირჩიეს. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი ახალია საქართველოში, რომლის ფუნქცია დისციპლინარული სამართალწარმოებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომლის თანახმად, ინსპექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ასევე ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იმისთვის, რომ კანდიდატი დამოუკიდებელი ინსპექტორი გახდეს, კანონის თანახმად მას, სულ მცირე, უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება, 5 წლით სპეციალობით მუშაობის სტაჟი და მაღალი რეპუტაცია.
კომენტარები