NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

20 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 418 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ მიასნიკოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღნიშნული ქვეყნებისთვის, არამედ  რეგიონისთვის.

ირაკლი კობახიძემ მიხაილ მიასნიკოვიჩს ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურებაზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მჭიდრო ურთიერთქმედების შესახებ  ერთობლივი განცხადების მნიშვნელობა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მიხაილ მიასნიკოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერენ ხელს.

შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელარუს კოლეგებს სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობას იმდენად ღრმა ფესვები აქვს, რომ ჩვენ, ორი ქვეყნის ლიდერებს შეგვიძლია მხოლოდ  გავამყაროთდა გავაძლიეროთ ეს მეგობრობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა სამაგალითო გახდება რეგიონში  მშვიდობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული ყველა სახელმწიფოსათვის.

ქართველი ხალხის სახელით მინდა გადავუხადო მადლობა ბელარუსის ხელისუფლებას ათწლეულების მანძილზე საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული მხარის სურვილია, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორისურთიერთობა თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ვიზიტის ფარგლებში ხელს  ვაწერთ საქართველოს პარლამენტისა და ბელარუსის ეროვნული კრების ერთობლივ განცხადებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.

დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული განცხადება პრაქტიკულად დაეხმარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რომლისთვისაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის​ აგრეთვე საქართველოსა და ბელარუსის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებისა დაშესაბამისი კომიტეტების აქტიური საქმიანობა.

ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა ქართველი და ბელარუსი ხალხების ნების გამოვლინებაა და შეესაბამება ჩვენი  სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბელარუსული  ურთიერთობები  კიდევ მრავალი  მნიშვნელოვანი  და წარმატებული თანამშრომლობით აღინიშნება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.

„მინდა, ხაზი გავუსვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელოვან როლს, ორმხრივ და მრავალმხრივ კავშირებს. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ საერთაშორისო ფორმატებშიც.  მოხარული ვარ, რომ  ჩვენს წინაშე იხსნება საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა  და ბატონ ირაკლი კოვზანაძეს, რომელიც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია, აქვს ძალიან საინტერესო წინადადება, რომელსაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. ივნისში ვგეგმავთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გამართვას, სადაც თქვენი ქვეყანა  საკვანძო როლს შეასრულებს”,- განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

ბელარუსია ირაკლი კობახიძე კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 2017-11-20
Tags ბელარუსია ირაკლი კობახიძე კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რატომ უნდა წარადგინო ფინანსთა მინისტრად ჩინოვნიკი, რომელიც დამნაშავეა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებაში?“

შემდეგი სტატია

XX საუკუნის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეთა გასაუბრება სრულდება

11 ოქტ 2017
ნუ ჩავლენ, როცა საჭირო იქნება“ – ვოლსკის პასუხი გუგუტიანთკარელებს პრემიერის და პრეზიდენტის ჩასვლაზე

ნუ ჩავლენ, როცა საჭირო იქნება“ – ვოლსკის პასუხი გუგუტიანთკარელებს პრემიერის და პრეზიდენტის ჩასვლაზე

ირაკლი შალიკაშვილი 20 აგვ 2019
ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!

ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?!

ირაკლი შალიკაშვილი 17 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge